მათ აქვთ სერიოზული დაპირისპირება და ამ დაპირისპირების შედეგია, რომ წარმატებას ვერასდროს აღწევენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანი, როგორც არასდროს.
„ჩვენი ოპონენტები მუდმივად საუბრობენ რაღაც ჭორებზე, გამომდინარე აქედან, რომ მათთვის ერთიანობის არარსებობა არის მთავარი პრობლემა . არის შიდა კონფლიქტები - სააკაშვილი, მელია, მერაბიშვილი და ა.შ. ყველამ იცის ეს ისტორია, მათ აქვთ სერიოზული დაპირისპირება და ამ დაპირისპირების შედეგია ის, რომ ისინი ვერასდროს აღწევენ წარმატებას. მთავარი ინდიკატორი იმის, რომ ჩვენ ვართ ერთიანი და ესენი არ არიან ერთიანები, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს წარმატებები და მათ აქვთ მუდმივი წარუმატებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.