დღეს ცნობილი ქართველი მომღერალი ბუბა კიკაბიძე ჩადის აზერბაიჯანში, სადაც 21 ნოემბერს 19:00 საათზე გეიდარ ალიევის სასახლეში კონცერტს გამართავს.
კიკაბიძე აზერბაიჯანელი მსმენელის წინაშე სპეციალური პროგრამით წარსდგება.
აზერბაიჯანული მედის ინფორმაციით, ბუბა კიკაბიძე ბაქოში არა თვითმფრინავით, არამედ სპეციალური ავტომობილით ჩავა.
კიკაბიძის განმარტებით, მას ძალიან უყვარს აზერბაიჯანი, სადაც მას უამრავი მეგობარი და ნაცნობი ჰყავს.
კონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 10-დან 40 მანათამდეა.