პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობა შედეგების მომტანი პროტესტის ფორმა არ არის.
როგორცსამადაშვილი ამბობს, მისი პოზიციის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" არჩევანია, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ბრძოლის რა ფორმას შეარჩევს.
"შიმშილობის პროცესთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება ცნობილია, ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელიც მიმაჩნია, რომ შედეგიანია. არ ვიცი, რამდენად ახორციელებს ზეწოლას ხელისუფლებაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რაც საზოგადოებას სჭირდება. ჩემთვის გასაგებია, მათი არჩევანი და იმედია, ხელისუფლება პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას კიდევ ერთხელ შეხსენებად მიიღებს, რომ ქვეყანას იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი სჭირდება, რომელშიც ჩვენ ვართ. არ ვთვლი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანზე კომენტარი უნდა გავაკეთო, ეს მათი არჩევანია", - თქვა სამადაშვილმა.
გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ.