19 ნოემბერს ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წამომადგენლობითი პალატის დელეგაციის წევრები გორს ეწვევიან, სადაც ჯერ პრეზიდენტის რწმუნებულს შიდა ქართლის რეგიონში ლადო ვარძელაშვილს შეხვდებიან, მოგვიანებით კი ე. წ. სამხრეთ ოსეთის პირობითი სასაზღვრო ზონის დასათვალიერებლად გაემგზავრებიან.
დელეგაციის წევრები წეროვანის ლტოლვილთა ბანაკში გაემზავრებიან, სადაც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს დაზარალებულებს მოინახულებენ.
დღის ბოლოს, 17:00 საათზე, სტუმრები თბილისში გამოემგზავრებიან და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, უწყების ხელმძღვანელს კობა სუბელიანს შეხვდებიან, საიდანაც 18:00 საათზე მათ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მიიღებს.
ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნული კრების წამომადგენლობითი პალატის დელეგაცია საქართველოს სამდღიანი სამუშაო ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვია. ვიზიტის მიზანს საქართველოსა და მის რეგიონებში არსებული ვითარების შესწავლა წარმოადგენს, რაც ბელორუსის პარლამენტში აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის მოსალოდნელ განხილვასთანაა დაკავშირებული.