გერმანიის ვიცე-კანცლერის, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური მინისტრის რობერტ ჰაბეკის თქმით, გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით შეცდომა იყო. ამის შესახებ მან გამოცემა FAZ-თან ისაუბრა.
"ევროპის ყველა სახელმწიფო, გერმანიისა და ავსტრიის გარდა, ყოველთვის მისი წინააღმდეგი იყო. და აი გაზსადენი აშენდა. მაგრამ საკითხი, გაეშვება თუ არა ის ექსპულუატაციაში, ღიად რჩება", - განაცხადა მან.
ჰაბეკმა აღნიშნა, რომ კანონის თანახმად, ქსელისა და კომპანიის ფლობა, რომელიც ახორციელებს მის ექსპლუატაციას, სხვადასხვა ხელში უნდა იყოს.
"პოლიტიკა, რომელიც მიმართულია კონკურენციის მხარდასაჭერად, ეს არის პოლიტიკა. ის არ იძლევა შესაძლებლობას შეიქმნას მონოპოლიები", - განაცხადა ვიცე-კანცლერმა და აღნიშნა, რო გერმანიის მარეგულირებელი შეამოწმებს შესაბამის დოკუმენტაციას "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-თან დაკავშირებით და კანონის მიხედვით გადაწყვეტს მისი ექსპლუატაციის დაწყების შესაძლებლობას.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის შესახებ საუბრისას ჰაბეკმა აღნიშნა, რომ "ნებისმიერი აგრესია არ შეიძლება დარჩეს მძიმე შედეგების გარეშე".
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში გაზსადენის გაშვებაზე უარის თქმას აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს პოლიტიკოსების დიდ ნაწილი. გერმანიაში ეს საკითხი ურთიერთსაწინააღმდეგო დისკუსიებს იწვევს.
შეგახსენებთ, მილსადენის სერტიფიცირების პროცესი გერმანიის ენერგეტიკის ფედერალურმა მარეგულირებელმა ორგანომ შეაჩერა.
გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, რუსული "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენის სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება 2022 წლის მეორე ნახევრამდე არ იგეგმება.