"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორს და ბატონ პრემიერ-მინისტრს იმ საინტერესო პროექტებისათვის, რომლებიც 2021 წელს განხორციელდა. გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პრემიერ-მინისტრის 2021 წლის ანგარიში.
რატი ბრეგაძის თქმით, პრემიერმა ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს განახორციელა და საზოგადოებას 2022 წლისათვის კონკრეტული ინიციატივები გააცნო.
„ბატონმა პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა წლის შემაჯამებელი მოხსენება, რომლის ფარგლებშიც მან ძალიან საინტერესოდ ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომლებიც 2021 წელს განახორციელა საქართველოს მთავრობამ, ასევე, საუბარი იყო სამომავლო გეგმებზე და იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებსაც მთავრობა გეგმავს 2022 წელს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ 2022 წელი საქართველოსათვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში დღეს წარადგინა. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.