გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიას სურს რუსეთთან ურთიერთობები საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. თუმცა მისი თქმით, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთთან დიალოგს ართულებს.
ბერბოკმა განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა რუს კოლეგას სერგეი ლავროვს. მინისტრის თქმით, მან ლავროვს განუცხადა, რომ ბერლინი მზად არის მოსკოვთან ღია და სამართლიანი დიალოგისთვის.
"ეს [დიალოგი] უნდა შედგეს საერთშორისო სამართლისა და ურთეირთპატივისცემის საფუძველზე. ცხადია, ისეთი ქმედებები, როგორიცა მკვლელობა ტირგარტენში ძლიერ ართულებს დიალოგს. ფედერალური მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს უსაფრთხოება და პატივისცემა ჩვენი მართლწესრიგისა", - განუცხადა მან ჟურნალისტებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის კომენტირებისას.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა.
ბერლინის უზენაესმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი დამნაშავედ ცნო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.