გერმანიის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.
მინისტრის თქმით, რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაშია დაბარებული.
ბერბოკის განცხადებით, ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობა გერმანიის სუვერენიტეტს არღვევს. ამასთან მისივე თქმით, ხანგოშვილის მკვლელობა გაართულებს დიალოგს გერმანიასა და რუსეთს შორის.
ბერლინის უზენაესმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი დამნაშავედ ცნო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.