რუსეთ-უკრაინის საზღვართან არსებული დაძაბულობის ფონზე, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენის ექსპლუატაციაში სწრაფად შესვლის მოწოდებით გამოვიდა. იტყობინება გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung.
გაზეთის ცნობით, შალენბერგმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენის დროული ამოქმედების თხოვნით მიმართა.
"პროექტი დასრულებულია, ახლა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იგი", - თქვა შალენბერგმა ორშაბათს ბრიუსელში.
შალენბერგის ეს განცხადება წინააღმდეგობაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბორკის განცხადებასთან, რომლის თქმითაც, ასეთ ვითარებაში, მილსადენის ამოქმედება მხარდაჭერილი ვერ იქნება.
გერმანიის მსგავსად, ავსტრიაც ბუნებრივ აირს რუსეთიდან იღებს.
"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ავსტრიის ახალმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმაც.
კანცლერის თქმით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ისთვის სანქციების დაწესება ავნებს ევროკავშირს. ნეჰამერი გამოვიდა მოწოდებით, ხელი არ შეეშალოს მილსადენის დროულად ამოქმედებას.
გამოცემა Die Welt-თან საუბრისას კარლ ნეჰამერმა თქვა, რომ მილსადენი გეგმის მიხედვით უნდა ამუშავდეს, ვინაიდან ევროკავშირს, მათ შორის ავსტრიას, სჭირდებათ ბუნებრივი აირი.
შეგახსენებთ, ნოემბერში გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.