სააკაშვილის მონანიებით, ისიც, საკითხავია, თუ მოინანია, ბოდიშის მოხდითა და მისი გათავისუფლებით, ჩვენ დავიწყებთ ვითომ ახალ ცხოვრებას, ძველი ხელისუფლებით. მაშინ ვნახავთ, როგორი შემართებით, ტერორსა და წამებას მივიღებთ დემოკრატიის დროშით“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ.
მისივე თქმით, სააკაშვილს იმ ადამიანებზე ნაკლები დანაშაული არ აქვს ჩადენილი, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან.
„ვეკითხები „ოცნებას“, თუ ამ თამაშში ჩაერთვებით და დანებდებით, რას უპირებთ საპყრობილეში მყოფ იმ 9000-ზე მეტ მსჯავრდებულს? ჩაუდენიათ კი მათ ისეთი დანაშაული, რომელიც სააკაშვილს არ ჩაუდენია? ეს არის კაცის კვლა, ადამიანის ფიზიკური დაზიანება, გაუპატიურება, დაყაჩაღება, მიწების გაყიდვა, ქურდობა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ხულიგნობა, ცილისწამება, შანტაჟი, მოსყიდვა, სხვისი ქონების მითვისება, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა. გამოვყოფდი სააკაშვილის მთავარ დანაშაულს. ესაა სამშობლოს ღალატი. ის 9000-ზე მეტი მსჯავრდებულიც სიამოვნებით მოინანიებს და ბოდიშსაც მოიხდის და რა გამოდის, გამოვუშვათ ისინიც თავისუფლებაზე? ბარემ კანონში ჩავწეროთ ასეთი მუხლი - ბოდიშის მოხდა და მონანიება. მე მგონია დეპოლარიზაციას მივაღწევთ, თუ ქვეყნის ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულია, კერძოდ, პროკურატურა, თამამად ჩამოიღებს თაროებიდან ყველა იმ საქმეს, ახალს თუ ძველს, რომელსაც, კარგა ხანია, მტვერი დაედო, სხვა შემთხვევაში, დავრჩებით სულ შეშფოთების დონეზე“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.