ვიდრე ამ ადამიანებს, დამნაშავეებს, კრიმინალებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია, - აცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
კობახიძის თქმით, ვინმე თუ მოახერხებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აღიაროს დანაშაულები და გავიდეს პოლიტიკიდან, შეგვიძლია ვთქვათ, მცდელობა შერიგებასთან დაკავშირებით წარმატებულია.
მისივე თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობას" თუ ელემენტარული ღირსება აქვს, მაშინ უნდა აღიაროს ყველა მძიმე დანაშაული, რომელიც ჩადენილი აქვს.
"კიდევ ერთხელ ვიტყვი შერიგებასთან დაკავშირებით ჩემეულ ფორმულას, ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისიმა ლიდერებმა უნდა აღიარონ ყველა უმძიმესი დანაშაული, რაც მათი ჩადენილი იყო. წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცებისა და ბიზნესის რეკეტის ჩათვლით, რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს ბუნებრივია, ადგილი აღარ აქვთ პოლიტიკაში, ეს უნდა აღიარონ და ამის შემდეგ შეიძლება, დაიწყოს რა თქმა უნდა, საუბარი შერიგებაზე. ვიდრე ამ ადამიანებს, დამნაშავეებს, კრიმინალებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. თუ ვინმე მოახერხებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცვალოს თავის რიტორიკა, დამოკიდებულებები, აღიაროს დანაშაულები და გავიდეს პოლიტიკიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მცდელობა შერიგებასთნ დაკავშირებით წარმატებულია. არ მგონია ამის შემძლე ვინმე იყოს საქართველოში, მათ შორის პრეზიდენტსაც გაუჭირდება", - განაცხადა კობახიძემ.
ფოტო: AFP/Vano Shlamov