"ახლა აქ მთავარია რას ამბობს და რა ნაბიჯებს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დემოკრატიის ფორუმზე ასეთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ეს იდეა საყოველთაო შერიგებისა თუ შეთანხმების შესახებ, რა თქმა უნდა, ძირითადად ყველამ პოზიტიურად აღიქვა, იმიტომ რომ ეს არის საჭირო, მაგრამ ყველა აქვს დიდი კითხვის ნიშანი, ზოგს პესიმიზმი მეტი, ზოგს მეტი იმედი, თუმცა აქ ახლა მთავარი არის ერთი რამე. ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის გამოხმაურება და ინიციატივა ამ საკითხზე, მისი განცხადება, ასევე მოვისმინეთ გიორგი მარგველაშვილის განცხადებები ამ საკითხზე, რომ მისთვისაც ეს მისაღებია, ოღონდ უფრო პესიმისტურად უყურებს „ქართული ოცნების“ მიმღებლობას, რაც ,რა თქმა უნდა, რეალურია. ახლა აქ მთავარია რას ამბობს და რა ნაბიჯებს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დემოკრატიის ფორუმზე ასეთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა, ახლა სწორედ მასზეა დამოკიდებული რა კონკრეტული ინიციატივა ექნება, რა კონკრეტულ ნაბიჯებზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ეს არაფერი არ არის, მაშინ ეს არის ნული, უბრალოდ გაკეთებული განცხადება იმისთვის, რომ ეს ვიღაცას მოსწონებოდა უბრალოდ, რაღაც პოზიტიური ნოტა ყოფილიყო და არის უბრალოდ ტყუილი. თუ ტყუილი არ არის, მაშინ გვჭირდება განმარტება თუ რას აპირებენ, რას აპირებს თავად სალომე ზურაბიშვილი და რა პირველ ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ ეს შეთანხმება დაიწყოს, მოიხსნება და დამთავრდება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა, სააკაშვილის პატიმრობაზეა საუბარი, გადაიდგმება სხვა ნაბიჯებიც თუ ეს ყველაფერი დარჩება ისევ ისე მიმდინარე საქმეებით, მეიდაზე წეზოლით, პოლიტიკური დევნითა და ა.შ. სხვა შემთხვევაში ეს არსებობს მაშინ და არის უბრალოდ ნათქვამი, რომლის მსგავსიც არაერთხელ მოგვისმენია", - განაცხადა წერეთელმა