სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ექიმებთან ერთად, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა.
ლომჯარის თქმით, ექიმებმა შეისწავლეს სააკაშვილის საქმე, ახლა, მედიკოსები შეაჯერებენ ამ ინფორმაციებს და დასკვნა თავისი რეკომენდაციებით საჯაროდ გავრცელდება.
სააკაშვილის მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ თუ ექიმები მსგავს რეკომენდაციას გასცემენ, ის მხარს დაუჭერს ამის განხორციელებას.
"უფლებრივ მდგომარეობას რაც შეეხება, როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმაც მითხრა, დისციპლინური საკითხი გამოიხატა საუბრის უფლების შეზღუდვაში, რაც ისედაც შეზღუდული ჰქონდა მას სხვადასხვა მიმდინარე საქმიდან გამომდინარე. დღეს ტელევიზორს უყურებს, თუმცა, მე რაც პრობლემურად მეჩვენება არის ის, რომ მას არ აქვს ღია სივრცე, სადაც ის, როგორც პატიმარი ისარგებლებდა სეირნობის უფლებით. როგორც ვიცი, მას სჭირდება უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა და ეს საკითხებიც იქნება განხილული", - განაცხადა ლომჯარიამ.