ჩვენ ქვეყანას გავუწიეთ ანგარიში და ამიტომ მოეწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას, - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, რომელიც, 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, პარლამენტს უნდა მიეღო.
„ჩვენ ქვეყნის საბოტაჟიდან გაყვანა რომ გვინდოდა, ამიტომ. ეს იყო კავკასიური ცარცის წრე. ოპოზიცია დღეს გინდა არ გინდა პარლამენტშია შემოსული, ანუ ჩვენ მთავარ მიზანს მივაღწიეთ. ვერავინ ვეღარ ამბობს იმას, რომ არის პოლიტიკური კრიზისი, დამთავრდა ამაზე საუბარი.
იყო ორი პარტია შემოსული პარლამენტში, 6 დეპუტატი, ამის შემდეგ ყველა შემოვიდა და როგორც ასეთი, პოლიტიკურ კრიზისზე ამ საპარლამენტო მოცემულობიდან გამომდინარე ვერავინ ვეღარ საუბრობს. შესაბამისად, ჩვენ ვითარება რადიკალურად შევცვალეთ, ეს ქვეყნის სასარგებლოდ გავაკეთეთ, რა თქმა უნდა“, - თქვა კობახიძემ.