„მთლიანობაში ოპოზიციამ, რადიკალურმა ფრთამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, ახლა ალბათ ნაწილი მაინც ხედავს, რომ მათი ნაბიჯები თუნდაც ტაქტიკური თვალსაზრისით იყო არასწორი, ანტისახელმწიფოებრივზე აღარაფერს ვამბობ", აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
მისი თქმით, ასეთ დროს, ბუნებრივია, იწყება დაშლის პროცესი, რაც ძალიან კარგია.
"დაშლის პროცესი თუ გაგრძელდება, საბოლოო ჯამში ამან შეიძლება, დადებითი როლი შეასრულოს მთლიანად პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღების თვალსაზრისით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის დაშლა არის ძალიან ჯანსაღი ქართული დემოკრატიისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.