ფოტო: Reuters
ავსტრიის ახალი კანცლერი კარლ ნეჰამერი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო სასახლეში ფიცი დადო ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენის წინაშე.
ბოლო ორ თვეში, ავსტრიის მესამე კონსერვატორმა კანცლერმა პირობა დადო, რომ მთავრობის კაბინეტთან ერთად, ქვეყანას გამოიყვანს იმ კრიზისიდან, რომელშიც ის კორუფციული სკანდალებისა და კორონავირუსის პანდემიის გამო აღმოჩნდა.
ნეჰამერის თქმით, პირველ დღეებშ ახალი ადმინისტრაციის მთელი ყურადღება მიპყრობილი იქნება იმ გეგმის შემუშავებაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება ლოკდაუნის შემდეგ, რომელსაც ვადა მიმდინარე კვირას ეწურება.
კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად ავტრიის ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა, რასაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა უმსხვილეს ქალაქებში.
შეგახსენებთ, 49 წლის ნეჰამერი ავსტრიის მმართველი "სახალხო პარტიის" (ANP) ხელმძღვანელობამ, 3 დეკემბერს აირჩია პარტიის ახალ ლიდერად. მანამდე ნეჰამერს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. პარტიის ლიდერად არჩევამ კარლ ნეჰამერს ავსტრიის კანცლერობისკენ მიმავალი გზას გაუხსნა.
ამ დრომდე, ავსტრიის კანცლერის დროებით მოვალეობას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი ასრულებდა. შალენბერგი ავსტრიის კანცლერი გახდა ოქტომბერში, მას შემდეგ რაც სებასტიან კურცი კორუფციის ბრალდების ფონზე გადადგა.
2 დეკემბერს ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა, რომ დატოვებდა კანცლერის თანამდებობას, როგორც კი მმართველი "სახალხო პარტიის" ახალ ლიდერს აირჩევდა. პარტიის ლიდერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ტოვებს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას.
კარლ ნეჰამერის მთავრობაში ალექსანდერ შალენბერგმა კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავა.