კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. იუწყება Deutsche Welle.
კანცლერმა კურცმა თავისი გადაწყვეტილება განმარტა "ქაოსის თავიდან აცილების" და "სტაბილურობის უზრუნველსაყოფად".
როგორც იუწყებიან, სებასტიან კურსმა კანცლერის მოვალეობის შესრულება ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე შალენბერგს შესთავაზა.
ამავე დროს, კურცი დარჩება კონსერვატიული ავსტრიის სახალხო პარტიის (ANP) ლიდერად და გახდება მისი ფრაქციის ხელმძღვანელი პარლამენტში.
რამდენიმე დღით ადრე, კანცლერის გადადგომა მოითხოვეს ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში - ავსტრიის "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" (SPA), ლიბერალურმა პარტია "ახალმა ავსტრიამ" და მემარჯვენე პოპულისტურმა "ავსტრიის თავისუფლების პარტიამ" (APS).
შეგახსენებთ, ავსტრიის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ სებასტიან კურცისა და კიდევ 9 პირის საქმის შესწავლა დაიწყო, რომელიც ეხება კორუფციას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მოსყიდვასა და ქრთამის აღებას.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ავსტრიის უმსხვილეს ტაბლოიდ Österreich-თან გარიგების საქმეზე, რომელიც გაფორმდა კურცის ჯერ კიდევ კანცლერის პოსტის დაკავებამდე.
მედიის ცნობით, კანცლერის გარემოცვა ეჭვმიტანილია გამოცემა Österreich-ის მოსყიდვაში დადებითი გამოხმაურების მქონე სტატიებისა და გამოკითხვების გამოქვეყნების მიზნით.
იუწყებიან, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი, რომელიც კურცს საშუალებას აძლევდა ჯერ ძალაუფლება აეღო პარტიაში, შემდეგ კი დაეკავებინა კანცლერის თანამდებობა.