საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, შეწყვიტოს კელი დეგნანის მანდატისა და რეპუტაციის შელახვა.
"შეწყვიტეთ კელი დეგნანის მანდატისა და რეპუტაციის შელახვა. ეს არის ბრძოლა, რომელსაც ყოველთვის წააგებთ", - წერს იან კელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ირაკლი კობახიძემ კელი დეგნანის საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ თავად საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტია, ხოლო კელი დეგნანი ექსპერტი არ არის, რაზეც მოგვიანებით, დეგნანმა განაცხადა, რომ მასაც აქვს განათლება და გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში.