სხეულში სისხლის მიმოქცევას ათასობით წლის მანძილზე სწავლობენ. ძველ დროში, ჩინელებმა აღიარეს ფაქტი, რომ სისხლი ცირკულირებს სისხლძარღვებში და შეიმუშავეს თეორიები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ასეთი სისტემები. მტკიცებულებები ასევე ვარაუდობენ, რომ ინდოელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს გარკვეული საბაზისო ცოდნა სისხლის მიმოქცევის სისტემის შესახებ, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება პულსს და მის დინამიურ ბუნებას ექცეოდა.
სისხლის მიმოქცევისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის უფრო ფართო გაგება, 1600-იანი წლების დასაწყისში, ექიმმა უილიამ ჰარვიმ შეიმუშავა. მან, 1615 წელს, ცირკულაციის შესახებ სწავლებები დაიწყო და მოგვიანებით, 1628 წელს, გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი „ცხოველებში გულისა და სისხლის ცირკულაციის შესახებ“. მისი ნაშრომი გახდა სისხლის მიმოქცევის სისტემის შესწავლის საფუძველი და დღემდე დიდი მოწონებით სარგებლობს.
მას შემდეგ, რაც დადგინდა კორელაცია გულისცემასა და პულსს შორის, შესაძლებელი გახდა სისხლის მოცულობის და არტერიული წნევის დადგენა. 1733 წელს, სტივენ ჰეილსმა პირველად გაზომა არტერიული წნევა ცხენზე. იგი, არტერიაში გრძელი მინის მილის ჩასმის შემდეგ, მილში, სისხლის ასვლისას, წნევის მატებას დააკვირდა.
სფიგმომანომეტრი (თანამედროვე წნევის აპარატის წინამორბედი), ასევე, ცნობილი, როგორც არტერიული წნევის მონიტორი (აპარატი,საზომი), არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება არტერიული წნევის გასაზომად.
წნევის საზომი აპარატი შედგება გასაბერი მანჟეტისგან, საზომი ერთეულისგან (ვერცხლისწყლის მანომეტრი ან ანეროიდის მანომეტრი) და გაბერვის მექანიზმისგან, რომელიც შეიძლება იყოს ხელით მომუშავე ბუშტი სარქველით ან ელექტრომოძრავი ტუმბოთი.
პირველი სფიგმოგრაფი 1881 წელს, სამუელ ზიგფრიდ კარლ რიტერმა გამოიგონა, რომელიც შედგებოდა წყლით სავსე რეზინის ბუშტისგან, რათა შეეზღუდა სისხლის მიმოქცევა არტერიაში. 1896 წელს, მოწყობილობა კიდევ უფრო გააუმჯობესა რივა როკიმ. გაუმჯობესება მოიაზრებდა მანჟეტს, რომელიც მაგრდებოდა მკლავის ირგვლივ, კიდურზე თანაბარი ზეწოლის განსახორციელებლად, რაც შემდგომში ასეთი მოწყობილობების სტანდარტული დიზაინი გახდა.
1901 წელს, პიონერმა ნეიროქირურგმა დოქტორ ჰარვი კუშინგმა, რივა-როკის მოწყობილობის მაგალითი აშშ-ში ჩაიტანა და ხელი შეუწყო მის მოდერნიზებასა და პოპულარიზაციას სამედიცინო საზოგადოებაში. არტერიული წნევის აპარატის შემდგომი გაუმჯობესება და თანამედროვე საზომის შემუშავება, 1905 წელს მოხდა, როდესაც რუსმა ექიმმა, ნიკოლაი კოროტკოვმა, "კოროტკოვის ბგერების" აღმოჩენის შემდეგ, დაადგინა განსხვავება სისტოლურ და დიასტოლურ წნევას შორის და გაზომა დიასტოლური არტერიული წნევა. ეს წნევა შეესაბამებოდა არტერიებში ბგერების გამოჩენასა და გაქრობას მასზე ზეწოლის მოხდენისა და გათავისუფლების შემდეგ. კოროტკოვის ბგერების სახელით ცნობილი, სისტოლური და დიასტოლური ბგერების გამოყენება, დღესდღეობით, არტერიული წნევის გაზომვისას გავრცელებული სტანდარტია.
<< სურათზე ნაჩვენებია Riva-Rocci -ს სფიგმომანომეტრი მანჟეტით, რომელსაც იყენებდა კოროტკოვი, რომელმაც მოგვიანებით სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა აღმოაჩინა >>
წნევის აპარატები დრო და დრო კიდევ უფრო უმჯობესდებოდა.
1916 წელს, ბაუმმა, სიცოცხლის გახანგრძლივების ინსტიტუტში მუშაობის დროს, გამოიგონა ბრენდი Baumanometer. უფრო გვიან, 1920- ის შემდეგ, რივა-როკის სისტემის საფუძველზე არტერიული წნევის გაზომვის მსგავსი მოწყობილობები, გამოიყენებოდა არა მხოლოდ საავადმყოფოებში, არამედ, ზოგადად, მთელ სამედიცინო პრაქტიკაში. 1981 წელს, დონალდ ნანმა შექმნა პირველი სრულად ავტომატიზირებული ოსცილომეტრიული არტერიული წნევის მანჟეტი.
1976 წლიდან მოყოლებული, არსებობს მოსახერხებელი ელექტრონული, თვითრეგულირებადი ხელსაწყოები, რომლითაც წნევის გაზომვას ექიმის დახმარების გარეშე შეძლებთ. 1989 წლიდან ხელმისაწვდომია საჩვენებელ თითზე დასამაგრებელი, არტერიული წნევის აპარატები, 1992 წლიდან კი მაჯის არტერიული წნევის საზომი.
ახლა, არტერიული წნევის გაზომვა, რომელიც უკვე ბევრი სხვადასხვა სახით შეიძლება, იქნება ეს ვერცხლისწყლის, მექანიკური (ან ანეროიდული ბარომეტრის) თუ ელექტრონული, უფრო ზუსტი და ფართოდ აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ნიშანი პაციენტის დიაგნოსტიკის დროს.