დღეს თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოს საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნება. ჩემპიონატი ორი დღე გაგრძელდება და საქართველოს ჩემპიონები 7 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, წინა წლების ჩემპიონატებისგან განსხვავებით, შიდა კონკურენციაში ნაკრების ყველა სახელოვანი ძიუდოისტი ჩაერთვება. ჩემპიონ-პრიზიორებით კი ახალი გუნდი დაკომპლექტდება.
საქართველოს ჩემპიონატს წინ რეგიონული ჩემპიონატები უძღოდა და შესარჩევი ეტაპის შედეგად უკვე ყველა წონითი კატეგორიის სია შეივსო.