„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსებული საბავშვო ლიტერატურულ პრემია „ნაკადულის“ ნომინანტები ცნობილია.
თავდაპირველად, კონკურსის ოთხ ნომინაციაში, 42 წიგნი იყო წარმოდგენილი, ფინალურ ეტაპზე კი 13 მათგანი გადავიდა.
წლის საუკეთესო პროზაული წიგნი
• „ფრიი!“ - ავტორი ირმა მალაციძე („პალიტრა L“).
• „ზღაპრად ქცეული ამბები“ - ავტორი გივი ჩიღვინაძე („მერიდიანი“).
• „ატუსა და მატუსა“ - ავტორი ლელა ცუცქირიძე („სულაკაურის გამომცემლობა“).
• „ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“ - ავტორები ალექს ჩიღვინაძე და ანა ჯანელიძე („ზოლიანი კატა“).
წლის საუკეთესო პოეტური წიგნი
• „გამოიცნონ პატარებმა“ - ავტორი ნათია ჯანაშია („პალიტრა L“).
• „წიგნი ბარათები - ტრანსპორტი“ - ავტორი ვასო გულეური („შემეცნება“).
წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
• „ნაცარქექია“ - ილუსტრატორი ვარლამ ჯმუხაძე („არტანუჯი“).
• „კაცი და მისი უცნაური პიანინო“ - ილუსტრატორი თაკო ბაქრაძე („ინტელექტი“).
• „ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“ - ილუსტრატორი ანა ჯანელიძე („ზოლიანი კატა“).
• „მგელი მითებსა და ზღაპრებში“ - ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე („ზოლიანი კატა“).
წლის საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი
• „უჩვეულო კვირადღე“ - ავტორი მარიამ წიკლაური („ბაკმი“).
• „ლოტო: ნახატი და სიტყვა“ - ავტორები ნინო გორდელაძე და თუთა ნარმანია („სულაკაურის გამომცემლობა“).
• „ქართული ანბანი (წიგნი+პაზლი)“ - ავტორები ანა თურმანიძე და მეგი ქვეითაია („სულაკაურის გამომცემლობა“).
პრემიის ოთხ ნომინაციაში 2020 წელს გამოცემული წიგნები მოხვდა. განაცხადებს განიხილავს „საქართველოს წიგნი გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ მიერ შერჩეული ხუთწევრიანი ჟიური. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული მიიღებს პრიზს და 2500 ლარიან ფულად პრემიას. ჟიური გამარჯვებულებს დეკემბერში, საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში, გამოავლენს.
პრემია „ნაკადულის“ მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.
თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.