შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა თეთრი სახლი საშობაოდ პირველად მორთო.
ამერიკის პირველმა ლედიმ თეთრი სახლის წლევანდელი სადღესასწაულო მორთულობის თემატიკად "საჩუქრები გულიდან" დაასახელა.
"სადღესასწაულო დეკორაციები შთაგონებულია იმ სიკეთის გამოვლინებით და გამოცდილებით, რომელმაც წელს ჩვენი განწყობა აამაღლა. გამოხატავენ გულიდან წამოსულ საჩუქრებს, რომლებიც ყველას გვაერთიანებს: რწმენას, ოჯახს, მეგობრობას, ხელოვნებას, სწავლას, ბუნებას, მადლიერებას, სამსახურს, საზოგადოებას, მშვიდობას და ერთიანობას", - წერს ჯილ ბაიდენი Twitter-ზე.