„ჩვენს ანგარიშზეა ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, კონსტიტუციური ჩანაწერი, სადაც ვალდებულება არის ევროპული მომავლის შესახებ, სტრასბურგში მოგებული საქმე, რომლითაც იურიდიულად პირველი დოკუმენტი და მტკიცებულება გაჩნდა რუსული აგრესიის და ოკუპაციის შესახებ. მოკლედ, ფაქტობრივი მტკიცებულებებით ჩვენი პროევროპულობა არ შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.
„მით უმეტეს, არ შეიძლება, იმ ხალხმა დააყენოს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც ყველაფერს აკეთებდა საკუთარი ნაბიჯებით და საქმით რუსეთის სასარგებლოდ, რომელიც აბრალებდა ქართველ სამხედროებს და საკუთარ სამშობლოს ომის დაწყებას. არ შეიძლება, ამ ხალხმა დააყენოს ეს ნარატივი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.