ხვალ, 19 ნოემბერს, "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ადამიანის უფლებების შესახებ პირველი ვიდეოპორტალის პრეზენტაციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აღნიშნული ცენტრიდან აცნობეს, ვიდეოპორტალ www.hridc.tv -ს პრეზენტაცია 18:00 საათზე, არტკაფე "ქარავანში" გაიმართება.
აღნიშნულის გარდა "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ტელესტუდიის პირველი ნამუშევრის - გიორგი ჯანელიძის ფილმის "ბურღვა ზემოთ და ქვემოთ" პრეზენტაციასაც მოაწყობს.
პროექტის მხარდამჭერები არიან ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი და "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED).