პერუს ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, პერუში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი დაფიქსირდა ამაზონის რეგიონში, მაგრამ მძლავრი ბიძგები იგრძნობოდა პერუს დედაქალაქ ლიმასა და სხვა მეზობელ ქალაქებში.
სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 112 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ინფორმაცია ნგრევასა ან დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
კვირას დილით, პერუში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებიც დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრიც ელ კალაოში იყო.