თბილისის მერი და საკრებულოს ფრაქცია "ჩვენი თბილისის" წარმომადგენლები ხვალაც შეხვდებიან.
ამის შესახებ მათი დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
შეხვედრაზე მათ დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
"ქალაქის მერს ჩვენი პრეტენზიები გავაცანით. ძირითადი მოთხოვნები ჯანდაცვის სფეროს, დასაქმების სფეროსა და სოციალური სფეროს გაუმჯობესება იქნება. ხვალ 3 საათზე მუშა შეხვედრა გვექნება დედაქალაქოს მერთან და მერიის წარმომადგნლებთან. იმედი მაქვს რომ ჩვენი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება", - განაცხადა ფრაქცია "ჩვენი თბილისის" თავჯდომარემ დავით საგანელიძემ.
უგულავა დღეს ფრაქცია "დედაქალაქის" წევრებსაც შეხვდა. მისი თქმით, ამ შეხვედრებზე საინტერესო წინადადებები იყო წარმოდგენილი. როგორც მან აღნიშნა, თითოეული ფრაქცია ცდილობს ქალაქის განვითარებასა და ხალხის კეთილდღეობაზე.
დედაქალაქის მერი, ხვალ ფრაქცია "ნაციონალებსაც" შეხვდება 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე.