პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ჩეჩნეთიდან ლტოლვილებმა ხეობაში ჩასულ რუს ჟურნალისტთან, იულია ლატინინასთან შეხვედრა არ ისურვეს. როგორც ლტოლვილებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ისინი ლატინინას არ ენდობიან.
ლატინინასთან ერთად ხეობაში რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე და ამავე სამინისტროს მთავარი სპეციალისტი მექა ხანგოშვილიც იმყოფებოდნენ. ხეობაში ჩასულ სტუმრებს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეხვდა, თუმცა ლტოლვილებმა რუსი ჟურნალისტის შეკითხვებს არ უპასუხეს.
პანკისის ხეობის შემდეგ იულია ლატინინა და რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლები ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში ჩავიდნენ, სადაც ოსები ცხოვრობენ. შეხვედრაზე იქაც რამდენიმე ადამიანი მივიდა.