საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ქართველი მოღვაწის, ყველასათვის საყვარელი ლოტბარისა და კომპოზიტორის, ანზორ ერქომაიშვილის საფლავი მოეწყო.
„საფლავი მოქანდაკე გია ჯაფარიძისა და არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას პროექტის შესაბამისად გაკეთდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნასა და მის განუზომელ ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე“, - აღნიშნულია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 2021 წლის 31 მარტს გარდაიცვალა.