"მიხეილ სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი. შეუძლებელია ვთქვა, რომ მეგონა სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში, 50 დღე იშიმშილებდა და ააკანკალებდა მთელ ხელისუფლებას, - ამბობს გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ასე პანიკურად შიში დატუსაღებული ადამიანის, აღარ არის რეალური შიში, ეს ფობიაა.
მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ სპექტრს მიეკუთვნება საქართველოს მოქალაქე, ყველასთვის ეს იყო მძიმე სტრესი, მძიმე ტვირთი, განსაკუთრებული რეალობადაკარგული რადიკალების გარდა, ალბათ არავის უნდოდა, არც ელენეს და არც მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. ამ 50 დღის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა და არა მთელი პარტია, რადგან შეუძლებელია მთელი პარტია ამდენად მძიმე ფსიქიკის მატარებელი იყოს, დაუპირისპირდა მთელ საზოგადოებას, პოლიტიკური სპექტრის მიუხედავად. ბოლოს უკვე დაუპირისპირდნენ ექიმებს, მედიცინას და მეცნიერებას...
ასე პანიკურად შიში დატუსაღებული ადამიანის, ეს აღარ არის რეალური შიში, ეს ფობიაა, - ფსიქიური მდგომარეობა, როდესაც შენ გაუაზრებლად გეშინია. სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი. შეუძლებელია ვთქვა, რომ მეგონა სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში, 50 დღე იშიმშილებდა და ააკანკალებდა მთელ ხელისუფლებას, - განაცხადა მარგველაშვილმა.
დღეს, შიმშილობის დაწყებიდან 50-ე დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ის დათანხმდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობის პირველივე დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.