"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის გადაწვეტილებას რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში ელოდნენ.
როგორც ექსპრეზიდენტის თანმხობის გაგების შემდეგ აქციაზე ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, არც ერთი მათი მხარდამჭერი არ გამართავა საპროტესტო აქციას უშუალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა, დასძინა, რომ მშვიდობიანი პროტესტი თბილისის ქუჩებში კვლავ გაგრძელდება.
"ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ არანაირ საპროტესტო აქციას არასოდეს არ გავმართავთ გორის ჰოსპიტალთან და ვინმე თუ გამართავს, ეს პირდაპირი შეიძლება ითქვას, რომ არის პროვოკაციული აქცია. "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთი მხარდამჭერი გორის ჰოსპიტალთან არ გამართავს საპროტესტო აქციას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირი იქნება ცარიელი", - აცხადებს ნიკა მელია.