დღეს, 14:00 საათზე, CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელის პრეზენტაცია გაიმართება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის სკოლების 200-მდე მეთორმეტეკლასელს ელექტრონული საგამოცდო ტესტის ნიმუშს წარუდგენენ და საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხებენ.
2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდები პირველად საქართველოში კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება.
შეხვედრა სამინისტროში გაიმართება.