დღეს, 17 ნოემბერს, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაცია, თემაზე - "საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობა" სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" მოეწყობა.
პრეზენტაციაზე მიწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ანგარიში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.