„ელენე ხოშტარია ორ კვირაზე მეტია, შიმშილობს, მას გაუარესებული ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, სერიოზული რისკები იყო, ჩვენ აღარ დავაყოვნეთ და მივიღეთ ასეთი რაციონალური და პრაგმატული გადწყვეტილება", - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავარი ფაქტორი ალბათ, ელენე ხოშტარია იყო.
"ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იყო კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მთავარი ფაქტორი ალბათ, ელენე ხოშტარია იყო, რადგან ყველაზე ხანგრძლივი შიმშილობის ისტორია ჰქონდა ელენე ხოშტარიას, მას ჰქონდა შედარებით გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაყოვნება არ ივარგებდა და ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის საფუძველზეც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – განაცხადა კობახიძემ.
ცოტა ხნის წინ, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამ დროისთვის, სააკაშვილის პოზიცია უცნობია.