სააკაშვილი შიმშილობას არ შეწყვეტს, სანამ გლდანის ციხეშია, წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მისი განმარტებით, ყოველი დღე, ყოველი საათი, ყოველი წუთი გლდანის ციხეში გვაახლოებს მისი ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელ ზიანს და, მაღალი ალბათობით, სიკვდილს.
"რეჟიმის ამოცანაა: (ა) ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელ ზიანი და სიკვდილიც კი; (ბ) ამ ფონზე მასობრივი არეულობა და ძალადობრივი რეპრესიული სისტემის საბოლოო გაფორმება.
ყოველი ექიმი, რომელიც რეჟიმს გლდანის ციხეში შეყავს სააკაშვილის რეანიმაციული ღონისძიებებისათვის, შეიძლება სინდისს იმშვიდებდეს, რომ იგი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, ხოლო გადაყვანა და შიმშილობის შეწყვეტა პოლიტიკური საკითხია და მას არ ეხება.
თუ სააკაშვილიდან გამოსული ასეთი ექიმი იმავდროულად (!) საჯაროდ (!) ხმამაღლა (!) არ ამბობს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხიდან უნდა გადაიყვანონ,
- ემორჩილება სადისტების მიერ შემოთავაზებულ თამაშის წესებს,
- პასუხისმგებლობის ტვირთს კიდებს 7 კვირის ნაშიმშილებ ადამიანს, და
- არის რეჟიმის მიერ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის სრულფასოვანი მონაწილე", წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჭიაბერაშვილი.