თბილისის დამწვრობის ცენტრში 11 თვის ბავშვი მოათავსეს.
ის დედაქალაქში ბათუმიდან ჩამოიყვანეს. მშობლების განცხადებით, ბავშვს ადუღებული წყალი გადაესხა. მას სხეულის 25 % აქვს დამწვარი.
ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.
მას ტრამვული შოკიც აქვს.