მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ვინც ახლა შიმშილობს, - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილს შეუძლია, შეწყვიტოს თავისი შიმშილობა და ეს აისახება მოშიმშილე ადამიანების ჯანმრთელობაზე.
„მიხეილ სააკაშვილს რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება, ამას გააკეთებდა, თუმცა მას ნულოვანი კაცობა, ღირსება აქვს. მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმებელი ყველაფერზე, მათ შორის იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ, განსაკუთრებით, ელენე ხოშტარია, რომლის ჯანმრთელობა არის სერიოზული რისკის ქვეშ. მიხეილ სააკაშვილი არის ამაზე პირდაპირ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.