"პოლიტიკაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რამ, საარჩევნო წარმატებასაც და ქუჩაში წარმატებასაც – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს წარმატება არის ხალხის მხარდაჭერა. ამასთან, კობახიძემ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა და ამას ახლა თვითონაც ხედავენ გამომდინარე იქიდან, რომ არ არის მუხტი ქუჩაში. როგორც არ ჰქონდათ სათანადო მუხტი არჩევნებზე, ასევე არ აქვთ სათანადო მუხტი ქუჩაში და აქედან გამომდინარე გადადიან რადიკალურ ნაბიჯებზე. მოვუწოდებ მათ, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს, პრაქტიკულად მიწევს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების გამეორება, რომელსაც ის არ ასრულებს უკვე კვირაზე მეტია, თუ არ ვცდები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა, დაასვენოს ეს ქვეყანა, თვითონაც დაისვენებს მგონი მინიმუმ ექვსი წელი", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.