კონკრეტულად ერთი ევროპარლამენტარი, როდესაც წერს წერილს იუსტიციის მინისტრს და იქ ამბობს, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, თუ ადამიანი პატივს არ სცემს სახელმწიფოს, ბუნებრივია, სახელმწიფოსგანაც იქნება შესაბამისი პასუხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, საერთაშირისო პარტნიორების უდიდესი უმრავლესობა ყველაფერს ხედავს და სათანადოდ აფასებს, მათ შორის სააკაშვილის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
„ჩვენი საერთაშირისო პარტნიორების უფიდესი უმრავლესობა ყველაფერს ხედავს და ყველაფერს სათანადოდ აფასებს, მათ შორის სააკაშვილის წარსულს, აწმყოსა და მომავალსაც. არის ლობისტების მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელსაც ეს ერთ-ერთი ევროპარლამენტარიც მიეკუთვნება, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული. ისინი დიდი ხანია, კრიმინალური პოლიტიკური ძალის ლობისტები არიან და პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ დანაშაულებზე, რომელიც 2012 წლამდე იქნა ჩადენილი. თან საუბარია რა დანაშაულებზე: წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერიტორიების ჩაბარება და ასე შემდეგ. მაშინაც ლობისტები იყვნენ. რა თქმა უნდა, თუ ისინი ასეთ ლობისტურ საქმიანობას განაგრძობენ, ჩვენ მოგვიწევს მათ კრიმინალების მფარველები ვუწოდოთ. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სააკაშვილის მეგობრები და ქვეყნის მეგობრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.