„კადრებმა, რომელშიც ასახული იყო რეანომობილიდან ყოფილი პრეზიდენტის გადმოყვანა აჩვენა როგორი ადამიანი არ უნდა აირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტად. სააკაშვილში არაფერი შეცვლილა. გაიხსენეთ როგორი სცენა დადგა მან და როგორი შემართებით უტევდა 2003 წელს ნარჩემაშვილსა და ის სცენა, რომელიც იყო ბადრაგებთან. აბსოლუტურად ერთი და იგივეა, არაფერი მასში არ შეცვლილა. ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ახლა ხდება მის თავში იხარშება, ის ადგენს სიას ვინ უნდა იშიმშილოს და ვინ რა უნდა გააკეთოს. ყველაფერი ეს მოდის მისგან. სადაც სააკაშვილია იქ არის ნგრევა ომი და უბედურება", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მოუწევს იჯდეს ციხეში მინიმუმ ექვსი წელი იმიტომ, რომ მას არავინ მიიღებს, ის მიუღებელია ყველა ქვეყნისთვის.
"საქართველოში პირველ რიგში დაინგრა განათლება, დავშორდით ჩვენს აფხაზ ძმებს, ჩაბარდა და გაიყიდა საქართველოს მიწები, ზურგი ვაქციეთ ერთ მილიონ ქართველს რუსეთში. იგივე გაკეთდა უკრაინაში. რომ არა მისი სპეცრაზმელები ის მაიდანი იმ სახით როგორიც იყო ტყუპისცალი ე.წ ვარდების რევოლუციის შეიძლება უკრაინაში არ მომხდარიყო. ის დაპირისპირება რაც ახლა უკრაინაშია და ის ომიც, გარკვეულწილად, სააკაშვილის დამსახურებაა, რომელიც პორტირებული იყო აქედან უკრაინაში. ის სჭიდებოდათ აზიის ქვეყნებშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.