ლალი მოროშკინამ კრეატიული კომპანია მოროშკინა და პარტნიორები" შექმნა. პრეზენტაცია "ვარდების ბაღში" გაიმართა.
"ახალი კომპანია "მოროშკინა და პარტნიორები" ორი მიმართულებით იმუშავებს - პოლიტიკური და გასართობი. პოლიტიკური მიმართულება მოიცავს პოლიტიკურ მომზადებას, მეტყველების კულტურას, სიტყვით გამოსვლის მომზადებას, აგრეთვე ჩაცმას, რადგან დღევანდელ პოლიტიკოსებს ძალიან უჭირთ შესაფერისად ჩაცმა. კარგი პრაქტიკა მაქვს, ვიყავი დღევანდელი პრეზიდენტის პიარკომპანიონი, ასე რომ, შემიძლია მოვამზადო მომავალი პრეზიდენტი. შეუძლიათ მოგვმართონ კითხვებით, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც პოლიტიკოსების იმიჯზე იზრუნებს", - განაცხადა მოროშკინამ.
მისი თქმით, ეს კომპანია სრულიად აპოლიტიკურია და პოლიტიკოსებს მხოლოდ დაეხმარება. კომპანიას ექნება მეორე მიმართულებაც. მოროშკინას განცხადებით, კომპანიაში მოეწყობა ქორწილები, სადღესასწაულო საღამოები.
"31 დეკემბერს, ღამით გაიმართება საახალწლო საღამო, რომელზე მოსვლაც ყველას არ შეეძლება, საღამო 1100-კაციანი იქნება", - განაცხადა მოროშკინამ.
ლალი მოროშკინას პარტნიორები ბიზნესმენი ირაკლი ახალაია და ჟურნალისტი მარინა სალუქვაძე არიან.