"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.
ნიკა მელიამ ასევე მოუწოდა იმ ადამიანებს, ვინც სახლში იმყოფება, გამოვიდნენ ქუჩაში, რადგან დღეს სიყვარულის მტკიცება სახელმწიფოსადმი, ერისადმი, სიმბოლოებისადმი - მტკიცდება ქუჩაში.
"თუ მართლა გვინდა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, ქუჩაში გამოსვლის დროა. ამ განცხადებებს, რომლებსაც ავრცელებენ, ამ პროცესს, ქართული ოცნება არ აკეთებს. ამ ყველაფერს აკეთებენ პუტინის წარმომადგენლები, ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის ქართული ოცნება, ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან პუტინის წარმომადგენლები და მისი მორჩილები. პრაქტიკულად, მექანიკურად, ხელით არიან მართვის პროცესში ჩართულები. მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია რასაც ეწირება, ის მიზანი და ამოცანა არ უნდა დაგვავიწყდეს.
ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რისთვის უძალიანდება ამ რეჟიმს მარტო იქ გამოკეტილი. ყოველ დღე უნდა ვიყოთ ქუჩებში, მეთოდურად უნდა ჩამვოშალოთ, ირყევა ეს რეჟიმი უკვე და უნდა ვარყიოთ", - თქვა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ, 14 ნოემბერს თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება საპროტესტო აქციები.
"ხვალ, 19:00 საათზე "სირცხვილია" აქ, რუსთაველის გამზირზე, აქციას გამართავს, ჩვენ კი სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციას გავმართავთ, არამხოლოდ თბილისში", - დასძნა ნიკა მელიამ