ფოტო: Vano Shlamov
თქვენ გახსოვთ, როგორ მოჭრა მიხეილ სააკაშვილმა თავი მაგალითად საქართველოს უკრაინაში, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ავიდა სახურავზე და თმებით გამოათრიეს შემდეგ ის უკრაინის სამართალდამცავებმა, - ამის შესახებ "ქრონიკის" ეთერში "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტის ინსტიტუტის არა სიმბოლო, არამედ - ანტისიმბოლო
"ეს არის რეალური სახე და რა თქმა უნდა, ეს განაპირობებს მის მიმართ დამოკიდებულებას, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება ვერ აისახება ხელისუფლების მოქმედებაზე, იმიტომ რომ ხელისუფლება იმოქმედებს, სასჯელაღსრულების სისტემა იმოქმედებს მის მიმართ ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე, მის მიმართ უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები", - თქვა კობახიძემ.