დევიდ კრამერის თქმით, ნელ-ნელა დგება აუცილებლობა სანქციების დაწესების ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ამგვარი განცხადებები მიუთითებს ქვეყანაში არსებული კრიზისის სიმწვავეზე, კრამერის განცხადებით ეს არის ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას თავისუფალმა სამყარომ და შეერთებულმა შტატებმა, ეს ნიშავს იმას, რომ ქვეყანაში პროცესი ასე თუ გაგრძელდა ივანიშვილის წინააღმდეგ ეს რეალობა აუცილებლად დადგება - ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია დევიდ კრამერის განცხადებას.
"დევიდ კრამერისნაირი ფიგურა, რომელიც დიდი ხანია საქართველოს მეგობარია იქიდან მოყოლებული, როცა მაღალი თანამდებობის პირი იყო და ახლაც შეერთებულ შტატებში ჩვენ რეგიონთან და რუსეთთან მიმართებაში ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ ნელ-ნელა დგება აუცილებლობა სანქციების დაწესების ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, მიუთითებს ქვეყანაში არსებული კრიზისის სიმწვავეზე, მისი განცხადებით ეს არის ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას თავისუფალმა სამყარომ და შეერთებულმა შტატებმა, ეს ნიშავს იმას, რომ ქვეყანაში პროცესი ასე თუ გაგრძელდა ივანიშვილის წინააღმდეგ ეს რეალობა აუცილებლად დადგება, რაც ბუნებრივია საქართველოსთვის არ არის კარგი უბრალოდ, ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, როცა ეს საფრთხე დიდი ალბათობის გარდაუვალი გახდება თუ სწრაფად არ შეიცვალა ვითარება უკეთესობისკენ", - განაცხადა ბოკერიამ
შეგახენებთ, რომ დევიდ კრამერი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას გამოეხმაურა და ხელისუფლების წევრების, რომლებიც ჩართული არიან ამ პიარკამპანიაში გადადგომისკენ მოუწოდა, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ კრამერის განცხადებით იმის მიუხედავად, გადადგებიან თუ არა მაღალჩინოსნები, დასავლეთმა სანქციები უნდა დააწესოს, სანქციების სიის სათავეში პრემიერი ღარიბაშვილი და მისი მფარველი ივანიშვილი უნდა იყოს.
"ივანიშვილი ანადგურებს ქართულ დემოკრატიას სახელმწიფოს მიტაცებით, სასამართლო სისტემის კორუფციაში ჩართვით და რუსეთისკენ მოძრაობით", - განაცხადა კრამერმა.