სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძველი ფორმის შენარჩუნებას ითხოვს.
ტუღუშის განმარტებით, მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და განვითარებისთვის აუცილებელია დაფინანსება იმ ფორმით გაგრძელდეს, რომელიც 2008 წლიდან იყო დადგენილი.
სახალხო დამცველის თქმით, მაუწყებლის ბიუჯეტი, რომელიც 25 მილიონ ლარს შეადგენდა, 2010 წლისთვის საგრძნობლად შემცრიდება და 22 მილიონი ლარი გახდება.
მაუწყებლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, გიორგი ტუღუში სპეციალურ კანონპროექტს მოამზადებს, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს.
შეხვედრას, რომელიც სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები და მედიაკლუბის წარმომადგენლები დაესწრნენ.