"მეუბნებიან, რომ ვრცელდება იმ „შპანის“ ფოტოსურათები, რომლის ჩადენილიც არის ეს დანაშაული", განმარტავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი.
ნიკა მელის თქმით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, სკვერებში დაძრწის 7-8 ვითომ მოკრიმინალო ტიპი.
"მეუბნებიან, რომ ვრცელდება იმ „შპანის“ ფოტოსურათები, რომლის ჩადენილიც არის ეს დანაშაული. აქ, ჩვენთან ხომ პოლიციელები დგანან და არემარე მოკრიმინალო ტიპები დგანან. გაღმა დგანან კრიმინალები, რომლებიც ამას აკეთებენ. თქვენ აქ დგახართ! დგახართ! დგახართ! ასე არის ლილუაშვილიც, ჭამს, სვამს, ანგარიშიდან ანგარიშზე ფულს რიცხავს და მდიდრდება. ამასობაში მძიმე დანაშაულებს ჩადიან. ერთ ადამიანს მაინც ან თავი არ გაუტყდეს და თმის ღერი არ ჩამოუვარდეს! ერთ ადამიანსაც არ დაუშავდეს არაფერი! ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, სკვერებში დაძრწის 7-8 ვითომ მოკრიმინალო ტიპი, მაგრამ თქვენს სამსახურში მყოფი და მიხედეთ!“, - მიმართა მელიამ სუს-ის შენობასთან განთავსებულ პოლიციელებს.