აბა როგორ უნდა მოექცე პატიმარს? თუ არ მიჰყვება, რითი უნდა შეიყვანო?, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის კადრები და მოსწონს თუ არა მას, როგორ ექცევიან პატიმარს.
"იუსტიციის სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა კადრების გამოქვეყნება, იმიტომ რომ ითხოვდნენ... მე კადრები ბოლომდე არც მინახავს.. მოწონებაზე არ არის, ტყუილს დაესვა წერტილი. როგორ ექცევა სისტემა პატიმარს და როგორც ვერ წარმოედგინა იმ კონკრეტულ პატიმარს. აბა როგორ უნდა მოექცე პატიმარს? თუ არ მიჰყვება, რითი უნდა შეიყვანო?", - თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შეყვანის კადრები გაასაჯაროვა.