არც ერთ ჩვენგანს არ და ვერ ექნება არანაირი არც ამოცანა, არც მიზანი ძალადობისა. არ და ვერ ექნება სადმე შეჭრისა, არ და ვერ ექნება ვინმეზე შეურაცხყოფის მიყენებისა, რადგან მართალი ხალხი ასე არ იქცევა, - თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიმ.
მელიას თქმით, გეგმა ერთადერთია – არ გაჩერდეიან, თუმცა იმოქმედებენ მშვიდობიანად.
„გეგმა არის ერთადერთი – არ იქნება მოსვენება, მეთოდურად ეს ხელისუფლება, ეს რეჟიმი ჩამოინგრევა, მშვიდობიანად ჩამოინგრევა. არც ერთ ჩვენგანს არ და ვერ ექნება არანაირი არც ამოცანა, არც მიზანი ძალადობისა. არ და ვერ ექნება სადმე შეჭრისა, არ და ვერ ექნება ვინმეზე შეურაცხყოფის მიყენებისა, რადგან მართალი ხალხი ასე არ იქცევა, მართალი ხალხი იქცევა ისე, როგორც ვიქცევით უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, მართალი ხალხი მშვიდობიანად, მტკიცედ და ურყევად იბრძვის და ასე ანგრევს რეჟიმს. დიახაც, ხანგრძლივი, ხალხმრავალი, უწყვეტი, დისციპლინირებული, ორგანიზებული, მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა მეთოდურად ჩამოშლის ამ რეჟიმს ყოველდღიურად.
რამდენ ადამიანს დაიჭერენ? გუშინ ჩვენ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. აბსოლუტურად სწორ ადგილას როგორ აკავებდნენ ადამიანებს იმ ყველაფრის შიშით, რომ ხელისუფლებამ მიტაცებული ძალაუფლება არ დაკარგოს, მაგრამ ეს გარდაუვალია, ეს ასე მოხდება. ადამიანები ფეხით სავალ ნაწილზე იდგნენ, ინტერვიუებს იძლეოდნენ და ასე იტაცებდნენ. პოლიტიკოსები, საკრებულოს წევრები მხოლოდ ძალადობაზე და შიშზე დგანან. ხელისუფლებამ იცის, რომ სხვა გზა მას უბრალოდ არ აქვს, მაგრამ ისიც ძალიან კარგად იცის, რომ მილიონზე მეტი ადამიანი არის აქტიურად მისი მოწინააღმდეგე ამ მცირე ქვეყანაში, საიდანაც დაცალეს მოსახლეობის დიდი ნაწილი. მნიშვნელოვანი ნაწილი არის ქვეყნიდან გასული. ამიტომ, 46-ს დაიჭერენ? 4 000-ს დაიჭერენ? არაფერი, მეთოდურად რეჟიმი წაიქცევა, გაშიშვლდება ბოლომდე საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.