საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გამგზავრებამდე სამეგრელოს სტუმრობდა. ქვეყნის პირველმა პირმა ზუგდიდში ერთ-ერთი ცენტრალური უბნის გაზიფიკაციის სამუშაოს დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მოგვიანებით პრეზიდენტი ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების ოჯახში მივიდა და მათ ბუნებრივი აირის გაყვანა მიულოცა.
"სამეგრელოს რეგიონმა ბევრი გასაირი გადაიტანა, მათ შორის სიცივე. გაზსადენის ამუშავება იმის მაუწყებელია, რომ აქ მსგავსი პრობლემა აღარ იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზუგდიდის გაზიფიკაცია 2 წელში დასრულდება. "სოკარ ჯორჯიას" საინვესტიციო პროგრამის თანახმად კი, სამი წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში გაზი კიდევ 150 ათას აბონენტამდე მივა.