ისე დარბის პირველიდან მეოთხე სართულამდე, რომ აშკარად ჩანს რომ მას ჯანმრთელობის არავითარი რაიმე სერიოზული პრობლემა არ აქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერ სამოქალაქო საავადმყოფოში უსაფრთხოების ხარისხი ბევრად დაბალია და თუ საჭიროება არ არსებობს, დაუშვებელია სამედიცინო პერსონალს ან სპეცრაზმს ზედმეტი პრობლემები შეექმნას.
"ყველას უსაფრთხოების დაცვა. მათ შორის, წარმოიდგინეთ სამოქალაქო საავადმყოფო, სადაც დაცულობის ხარისხი არის ბევრად უფრო დაბალი, ძალიან დაბალი. უფრო მეტიც, იქნება ეს თბილისში, გორში თუ ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე. უსაფრთხოების ხარისხი არის ბევრად უფრო დაბალი. ბუნებრივია, ამის საჭიროება და აუცილებლობა თუ არ არსებობს, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, დაუშვებელია, რომ საავადმყოფოს პერსონალის, ექიმების, პაციენტების, სპეცნაზის და ყველას უსაფრთხოებას შეექმნას ჭარბი პრობლემა. ეს არ უნდა იყოს დაშვებული ვიღაცის ახირების გამო. ისე დარბის პირველიდან მეოთხე სართულამდე, რომ აშკარად ჩანს რომ მას ჯანმრთელობის არავითარი რაიმე სერიოზული პრობლემა არ აქვს. არ შიმშილობდა ეს კაცი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. აქედან გამომდინარე, თავი დაანებონ სპეკულაციებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.