20 ნოემბერს, 14:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში ვახტანგ VI-ის სტამბის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლიტერატურის მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი წიგნები, პირველი ქართული გაზეთი "საქართველოს გაზეთი" და სხვა უძველესი ბეჭდური ნიმუშები.
გამოფენის გახსნასთან ერთად ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება კონფერენცია "შტრიხები წიგნის ისტორიისათვის".
ექსპოზიცია ლიტერატურის მუზეუმში ერთ თვეს გაგრძელდება.